სახლის ფიქრები

 

ზღვის კლდეებს ხომ მწვანე ხავსი ჰყავს.

ფიჭვის კლდეებს – წითელი კენკრა.

მე – მოგონებები შენზე.

მითხარი,როგორ იწელება დრო და საათი,

რომ გენატრები – მელაპარაკე.

გრძელი დღეების რკინის საკეტსა

და

შენს გულზე მობმულ ბოქლომზე მელაპარაკე.

უერთმანეთო საათები ცარიელია,

როგორც გლახაკის თუნუქის ჭიქა წვიმიან დღეში,

როგორც ცალხელა ჯარისკაცის ტყავის სახელო.

მელაპარაკე…

 

 

ზანგი

 

მე ვარ ზანგი.

მომღერალი, მოცეკვავე,

ბამბაზე რბილი…

მონების შიშველი ფეხებით მიმავალი – მზის გათელილი გზა…

კბილებთან დაგროვებული ნერწყვი,

გატეხილი სიცილი,

ქალის სისხლის წითელი სიყვარული,

პატარა, აკრობატი ზანგი ბავშვების თეთრი სიყვარული…

ბანჯოს ჟღარუნის ზარმაცი სიყვარული.

ოფლის დაღვრა და მოსავლის აღება…

შებოჭილი ხელებით ხმამაღალი სიცილი,

სახელურებზე მიყინული მუჭები,

ღიმილი – ჯუნგლების მივიწყებულ მოგონებებზე,

მზესავით განსაკუთრებული,

ნამი,

გაწოლილი ტყეების წვეთოვანი სიცოცხლე…

ბორკილებზე ჩაფიქრებული მობუტბუტე…

მე ვარ ზანგი,

შემომხედეთ,

მე ზანგი ვარ.

 

 

1 2 3 4 5