სიხარული

 

დაე, დაგიფაროს სიხარულმა.

თუ განზე გადგომას დააპირებს,

ხელი ჩაკიდე და ჩაეხუტე,

როგორც მოცეკვავი აპაჩი – საყვარელ ქალს.

მე მინახავს მათი სიცოცხლე,

მათი სიცილი,

მათი სიმღერა,

და გულში ჩაკვრა

და ნეკნებ ქვეშ მოქცეული

საშინელი სიყვარული.

იხარე ყველგან,

იხარე ყოველთვის.

შორს დაიჭირე თავი

უსუსრი სიკვდილისგან.

დაე, სიხარულმა მოგკლას.

 

 

 

ადელაიდა კრეპსი

 

ფუტკრები  თივის წითელ ზვინს შორის.

ყვითელი ფოთლები სველდება ივლისში,

სუზანებით დალაქულ მინდორზე.

მე შენს გულს ვკითხულობ წიგნში

და სადღაც მინახავს წვიმისგან ნახეთქი,

შენი იისფერი ტუჩი.

მე მინახავს  შიშველ მუხლებზე

თავმიდებული ქალი.

ქალს თავი ეჭირა ზღვისკენ,

უსმენდა დიდსა და შიშველ

მხრებზე მარილ მოკიდებულ ზღვას.

და გახეთქილი ბაგე  უმღერდა ზღვას:

ღვთისმშობელო, მე ძალიან პატარა ვარ,

ნება მიბოძე მეტხანს ვიმღერო,

სულ ოდნავ  მეტხანს.

მერე ნაცრისფერ, მაღალ ტალღებში

მარილიანი მხრები გაშალა, გადაიზნიქა

და წამოდგა ადამიანივით

ყვითელ-ქვიშიან სანაპიროზე

ზღვა.

 

 

 

1 2 3 4 5