ქარის სიმღერა

 

დიდი ხანია ვისწავლე, როგორ ვიძინო ვაშლის ძველ ბაღში,

სადაც ქარი მიტაცებულ ფულს თვლის და ფანტავს,

სადაც კიდური ხდება ორკაპი და დრო და დრო უსმენს პირქუშ ქარს

მოზრდილ ხეებში,

სადაც ტოტები სტვენით გიხმობენ და იკითხავენ:

„ვინ ხარ შენ, ვინ?“

მე იქ ვიწექი ნაშუადღევზე,

იდაყვზე დადებული თავით

და ვატარებდი ძილის გაკვეთილს,

სადაც ვამბობდი:

მევიცი,რატომ იძინებენ, ქარს როგორ იჭერენ.

დიდი ხანია,ვისწავლე ქარის სიმღერა,

მისი დავიწყებაც და განწირული ღრიალის სმენაც.

ლურჯი დღეც დაკარგავს ძალას

და ვარსკვლავები იწყებენ ცვენას.

ვის შეუძლია,დაივიწყოს

ქარის სიმღერით მიტაცებული ფულის თვლა

და გაფანტვა მისი?!

ვინ ხარ შენ, ვინ!

 

 

და ეს იქნება ყველაფერი ?

 

და ეს იქნება ყველაფერი?

და აღარ გაიღება ჭიშკარი?

და ქარი და მტვერი  შეათამაშებს დაჟანგულ ანჯამებს

და ოქტომბერი დაიწყებს მოთქმას: „რაატომ!“ „ რაატომ!“?

და მთას შეხედავ,მთა შემოგხედავს,

მთად ყოფნას ისურვებ

და მთა არაფერს გისურვებს შენ?

ეს იქნება ყველაფერი?

და აღარ გაიღება ჭიშკარი?

და მხოლოდ ქარი და მტვერი

და დაჟანგული კარის ანჯამი,

ოქტომბრის კვნესა,

მოთქმა,  გოდება გამხმარ ფოთლებში :„რაატომ“ „ რაატომ!“

ეს იქნება  ყველაფერი?

არაფერია ჰაერში სიმღერის გარდა

და არ არიან მომღერლები

და ბააგებმაც დაივიწყეს სიმღერები?

შენ მეუბნები, რომ გულმოკლულმა ქალმა თქვი ასე?

ეს ყველაფერი?

 

 

 

1 2 3 4 5