შეთავაზება და უარი

 

შემეძლო,ისეცმყვარებოდი,

როგორც წვიმა უყვართ გვალვისგან დამწვარ ფესვებს,

როგორც ტოტებს ეჭიდება ქარის თითები

და გულზ იკრავს ყვავილის ფურცლებს,

შემეძლო, ასეც მოგხვეოდი.

დაე, შენმა მარტოობამ იგრძნოს

თეთრი ზღვის შეხება.

შეშლილ ვარსკვლავს ჰგავს სიყვარული.

და თუ გახედავ თანავარსკვლავედს,

გაგახსენდა ჩემი სახელი,

მაშინვე დამივიწყე მე.

შეშლილ ვარსკვლავს ჰგავს სიყვარული.

 

 

ვინ ვარ მე

 

მე ყოველთვის თავს ვახლი ვარსკვლავს,

ფეხისგულები მთის მწვერვალზე მაქვს,

ხოლო თითები მიიჩქარიან ნაპირებისკენ,

მდელოებისკენ,

სადაც სიცოცხლე და სიმშვიდეა.

მე მესმის საგანთა უბრალოების.

ვუკრავ კენჭების ბედისწერას.

ბევრჯერ ვყოფილვარ ჯოჯოხეთში,

ყოველთვის გამოვბრუნებულვარ უკან.

სამოთხის შესახებაც ყველაფერი ვიცი,

ამიტომ ვესაუბრები ღმერთს.

მე დავცურავდი სისხლში, ნაწლავებგადმოყრილი.

ვიყავი სილამაზის ტყვე ცეცხლოვანი ვნებით

და

ადამიანური ამბოხიც,

რომელიც ცდილობდა ჩემს თავიდან მოცილებას.

ჩემი სახელია ჭეშმარიტება

და მე სამყაროს

ყველაზე მოუხელთებელი ტყვე ვარ.

 

 

 

1 2 3 4 5