როგორ გამოვტეხო ქვა?

 

ადამიანებს არაფერს ვეკითხები.

ისინი ზოგჯერ გულახდილობენ

და მე გული მტკივა.

 

ხიდივით გადებულ სიჩუმეში

გადავირბენ ხოლმე

და ამომაქვს,

ბამბასავით ჩხრიალა ამბები.

 

ვუსმენ, მახლობელ ქვას,

როცა  ფსკერზე ეცემა

და ვუსმენ,

როცა მიზუზნებს,

მიწაში ჩაფლულის

შუბლის გასაგლეჯად.

 

ეს მე ვარ, ამადეომ დამხატა.

ამადეო, ჩემი შეყვარებულია.

ის ბიჭი კი,

ჰალეის კომეტას რომ გაჰყვა,

ბავშვობის ძმაკაცი.

 

სოროს მეპატრონე ქალივით,

– სტუმარი ვერ მოსულა,

ეს არ მოჰყვესო,

რომ ბრაზობს,

ვამბობ:

– აჰა, ეს დღეც,

ტყუილივით მოკლე, მოვკალი!

ორი სხვადასხვა უმადური.

 

ჩემი კუზიდან,

ბოლო წვეთი წყალიც აორთქლდა.

ჟირაფს რა უჭირს,

როცა უნდა,

ხმელ ღრუბელს გაკვნეტს,

როცა უნდა,

აფრიკაში გადაიხედავს.

 

 

 

 

1 2 3 4 5