დანიელა დანცი (*1976) გერმანელი მწერალია, რომელიც წარმატებით მუშაობს პოეზიასა და პროზაში, ესეისტიკასა და საბავშვო ლიტერატურაში. ის ასევე ცნობილია როგორც მთარგმნელი და გამომცემელი. მისი პოეზიის ძირითადი თემა საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხებია, რასაც პოეტი ხშირად ისტორიულ ჭრილში განიხილავს.

 

 

ბედნიერების კასკადი

 

რადგან

არსებობს

დღეს

და ახლა

 

და მასში ერთად თავმოყრილი წელიწადი : ყველაფერი რაც იყო

და აღარ უნდა ხდებოდეს მეტად, რაც ნათებად გადაგვდის თავზე და

ხალიჩასავით ეფინება უკმაყოფილების მწვერვალებს საჩქარო ვალდებულებებს

მოხმარების ვაი-ვაგლახს რომ ჭიანჭველების ჯარისკაცები დეზერტირობენ

 

ტოვებენ

ქალაქს

გამორბიან

 

სინათლისკენ გალავნის მძიმე ქვებში რომ ბუდობს მოლაშქრეთა მზერას რომ

იპყრობს იმ დროს როცა სალამანდრების სიმწვანე შუადღეს ჰკვეთს და სიკვდილს

იზიდავს სიკვდილი კი აღიაზიანებს ფესვებქვეშ სიკვდილს რათა იცოცხლოს

როცა მას სცნობენ და საკუთარ საყვარელ სიზმარს:

 

ცხადი

ნამდვილი

დღევანდელობა

 

და შორიახლოს დაბანაკებული მისი დემონები მაძღრად ჰკვებავენ აწმყოს

მადლობის მწიფე ტოტებით საკუთარ ხელით მოკრეფილი ტკბილეულობით

ხოლო მათი თათები გაწოლილან მაყვლის ფოთლებზე, მჩქროლავ სისხლს წოვენ

მოთმინებით იქმნიან ამას ჩვენი თამამი საუბრებისთვის არაფერზე

 

როცა

რაც ჩანს

და ყნოსვას სწვდება

 

რაც გვიღიტინებს და ცემინებას აღგვიძრავს და თვალების ხამხამს ბედნიერების

წინაშე და ხველას ცხელ ქვების გამო რადგანაც ჩვენ ვართ სალამანდრები და

გვაკანკალებს სინათლზე და გვაკანკალებს როგორც წვიმის დროს სავსე საგუბარს

კიდევ ერთხელ ვიხვევით ვიდრე დადგება ღამე გამოჩნდება ნაკვერჩხლები

დაჭკნებიან მაყვლის ფოთლები

 

სიკვდილი

ფრხთილად

ჩაგვავლებს ყურში

და თავს ჩავქინდრავთ.

 

 

 

1 2 3 4