მასადა

 

როცა აქ დგახარ სადაც ისეთი სიჩუმეა

რომ ამჩნევ როცა წყდება ფიქრი და იწყება

მიყურადება წყდება მოსმენა და იწყება ხედვა

როცა ჩიტი მიფრინავს და შენ ლივლივებ

შავი ფრინველის მსგავსად და კივი და როცა

იწყებ ლაპარაკს გამჭვირვალე ჰაერში და

სულ არაფერზე და სინათლეზე თითქოს

ეს იყოს ის პირველი სინათლე, როცა

საკუთარ ჩრდილს მიაფენ კლდეზე და იტყვი,

დარჩება ის აქ, კლდე კი გაქრება,

როცა სიმართლე ახლა ისაა, რომ კარგია,

ამ ყველაფრის თქმა რომ გაბედე, რომ

შეგიძლია, უდაბნოს თავის სახელით უხმო.

 

 

მაქვს მე სიტყვები

 

მაქვს მე სიტყვები, მერცხლებივით

რკალისებურად რომ ამოვტვიფრო

უხილავთა შორის და რომ მსუბუქი იყოს?

მაქვს მსუბუქები?

საკმარისად მძიმენი თუ მაქვს?

ნაკლებად მძიმე, ტარება რომ შეიძლებოდეს?

გამოვატარე ამ ჩემს მერცხალს მთელი ზაფხული

ანთებული ზურგის მალებით,

ზის ჩემს მხრებზე და უკვირს

ჩემი სევდა-ნაღველი.

ოდესმე თუ მიტარებია რამე უფრო მსუბუქი,

ვიდრე ეს თავნება, ერთი მერცხალი?

 

 

 

1 2 3 4