ვცოცხლობთ. ყველაფერი ჩვენზეა. 

 

რით გინდა რომ დაიწყო რომ გაიხსენო

არ დაგავიწყდეს ჩემს წინ კაცია თოვლში

ზურგით მარტოდმარტო და მოქუფრული

როგორ გინდა დაიწყო რომ არ გაიხსენო

გაელვებები ბიჭობაში რომ აჩვენებდა

მას კაშკაშა და მოკლე სურათებს შეხედე

ჩრდილებს სინათლეში როგორ გინდა

არ გაიხსენო მიაყურადე შიშინს შეხედე

შუქს და გერმანიის უდარდელობას

რა ნათელია გერმანია ჭვარტლივით ცხადი

როგორც ხანმოკლე და კაშკაშა სურათები

რით გინდა რომ დაიწყო იყნოსე თოვლი

ის ახალი წაქცეულია ღამეა ბნელა ივიწყებ

მიაყურადე თოვლს მცირე ხნით სურათებზე

ის მსუბუქად წევს როგორც სელის ტილო

იწვის რაღაცა წაიშიშინებს სიბნელე როგორც

ღამეული სურათები კედლებზე უსმინე

შიშინს იყნოსე ხანძრის სუნი  შეხედე

თეთრ მიწაზე ჭვარტლია შავი.

 

 

მითოსი

 

ჭიანჭველების ამბები ფერომონებს რომ დაჰყვებიან

ფუტკართა ამბები უკანალის ქნევით ცეკვაზე

დამტვრეული ტოტების ამბავი ნადირთა გზებზე

ამბავი ამოგლეჯილ, დამპალ და დახრულ წიფლის ძირებზე

ღრუბლისა და სინათლის ამბავი

ამბავი ქვიშაში მავალ ჩრდილებზე

ამბავი წყალში ჩამავალ თქორზე

ამბავი ჩემი ხელის ღარებზე

ჩემი ხმის სიმებზე

ამბავი მზერაზე ამ სამყაროს რომ აკვირდები

სამყაროს ამბავი რომელსაც შენ უცქერ თუ არა

თავის თავზე ყვება და ყვება

მაშინაც კი თუ მე და შენ

და არც ერთი ჩვენი ნაცნობი

მას აღარ უსმენს

 

 

 

1 2 3 4