დავიწყების კასკადი

 

უნდა გინდოდეს,

დაიწყოს მან

გაზრდა-განფენა

 

რომ ღობის ხვრელი, ბავშვობაში სულ იოლად რომ ეტეოდი,

აღარც კი მოჩანს, იმ დღესავით გამქრალა, როცა შენი კატა გადასრისა

მანქანამ, დაიკარგა, იღბალის მსგავსად – მონათესავე სული გეპოვა.

 

უნდა ჩაყარო იქ

ყველაფერი

რასაც ჯერაც

შუქი შემორჩა

 

და მოუყარო თავი ერთად, რაც აღარ იცი, რაც აღარ ხარ,

იმ გამქალ დღეებს – დასასრული რომ არ უნდა ჰქონოდა თითქოს,

საგნების წყებას – სულ რომ უნდა მოგესაკლისა,

განცდილ ამბებს – ნაკვალევიღა რომ ეტყობა,

სათადარაგო ნაწილებს – რომლის აპარატი აღარ არსებობს,

 

უნდა დამძიმდე,

მორევს გულში

ბოლომდე ჩაჰყვე

 

და დაივიწყო თავაშვებული იდეები დაივიწყო საზღვრები

დაწყობას და დასაწყობს შორის დადგმასა და დადგმულს შორის

გაცდენა პატიება უკანდახევა დაივიწყებენ დასავიწყებელს დამვიწყებელს

დავიწყებულს როგორც კრატერი ავსებს თავისთავს როგორც სმა

და სმის

დავიწყება

როგორც

დავიწყება

 

 

 

 

გერმანულიდან თარგმნა ბელა ჩეკურიშვილმა

 

 

 

 

 

1 2 3 4