დანიელა დანცი (*1976) გერმანელი მწერალია, რომელიც წარმატებით მუშაობს პოეზიასა და პროზაში, ესეისტიკასა და საბავშვო ლიტერატურაში. ის ასევე ცნობილია როგორც მთარგმნელი და გამომცემელი. მისი პოეზიის ძირითადი თემა საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხებია, რასაც პოეტი ხშირად ისტორიულ ჭრილში განიხილავს. მწერალ ფლორიან ილისის შეფასებით, დანიელა დანცის პოეზიაგვაგრძნობინებს, რომ წარსული არანაკლებ მძლავრია აწყმოშიც.
ლექსების ბოლო კრებულში „უდაბური ადგილი“ (გამომცემლობა ვალშტაინი, 2020) პოეტმაამ ტერმინისდღევანდელ, ამბივალენტურ გაგებას გაუსვა ხაზი, რომლის მთავარი საკითხი ბუნებისა და საზოგადოების ერთმანეთთან მიმართებაა. ამ კრებულისათვის დანიელა დანცი წელს გიუნტერ კუნერტის ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა. ჟიურის დასკვნაში აღნიშნულია პოეტის ენის ინდივიდუალურობა და მრავალფეროვნება, რითაც ავტორი თანამედროვე თემატიკას ლირიკის ტრადიციებთან აკავშირებს. მისი ლექსები გვიჩვენებენ, რომ ბუნების ლირიკა მაშინაც აქტურალურია, როცა ბუნებაში იდილია აღარ არსებობს დაიგი იმ სამყაროს ნაწილი გამხდარა, სადაც მუქარა და ნგრევაა, ხოლო წონასწორობა ყოველ წუთს შეიძლება დაირღვეს. დანიელა დანცი სალექსო ფორმად ხშირად პოემას ირჩევს, რის გამოც მის პოეზიას გამორჩეული ადგილი უჭირავს თანამედროვე გერმანულ ლიტერატურაში.
თავის ბოლო რომანში კი „ხანგრძლივი გაქცევა“ (გამომცემლობა ვალშტაინი, 2016) ავტორმა გამოიყენა წმინდა ევსტათის, ყოფილი რომაელი მხედართმთავრის ლეგენდა და შექმნა წინააღმდეგობებით აღსავსე წიგნი წარუმატებლობასა და ადამიანურ სიმამაცეზე. ეს არის ლეგენდა ერთ რიგით ადამიანზე, რომელიც მთელი ძალით კიდევ ერთხელ შეეწინააღმდეგება ბედისწერას, ვიდრე სიზმარეული კოშმარი რეალობად იქცეოდეს და მასაც ჩანთქავდეს.
მთარგმნელისაგან
მეტი მაჩვენე ნაკლები