შეაყოვნე მაისი

 

ატმის ყვავილს თუ ნაყოფით ამთავრებს,

სუნთქვა უფრო წყლიანს ხდის სურვილით, სიტყვა რომ უფრო მეტი შეურიოს,

ვიდრე ჰაერი.

სიტყვას როგორ არ დაიჭერ,

ამსიშორიდან ამბობს:

შემეხე და სითბოს იგრძნობ,

სიმწიფის ჟრუანტელსაც კი გავიყოფთ,

ნახე, ჩემი მხრებიდან დილა ამოდის… ვიდრე სიტკბოს გამოგვიწვდიდეს,

ჩვენ თუ ერთად არაფერი არ გვატარებს, ველური წყაროსავით როგორ ვარდება

ჩემი მწუხარება შენში და

მერე შენგან კაცად რომ გამოდის თითქმის შეყვარების სიხასხასემდე?!

თორემ, წარსულის რა ახალი რიგითობა, დრო ყველაზე გარდაუვალი,

დღისა და ღამის მონაცვლეობას,

მარტივ ნატეხებად ისე მაწვდის,

თითქოს სულ ნათელის იყოს ჟამი

და სულზე მინიშნებებიც,

როგორც აუცილებელი სიცხადე,

მინდობს და მადროვებს.

აბა, ისე ვის უნახავს ქარი,

პოლარული უმწეობით,

აყვავებულ ხესთან იდგეს და დუმდეს.

 

 

 

* * *
რა სასაცილოა
ქოთნის მცენარის კმაყოფილება ქართლის მინდვრებთან…
გახსენი გული!
მოიშენე მუხლებზე ქვიშა და
ქარიშხალში ჩაუმქრალი სანთლების სულით
გაუბედე ყველა ის სიტყვა,
საოცრებების არსებობას რომ დააჯერებს.
შენს ნაკვალევზე რისთვის მირბის ყველა ფესვი, ყველა მდინარე…

 

 

 

 

1 2 3 4 5