უხმო გადახრა

 

როცა მომავლის მძვინვარება ჩაიძირება ილუზიებში,

ხმის სიყვარულის,

სიტყვების სიყვარულის მიუხედავად,

შენ არაფერი არ მკითხო,

რადგან სიფერმკრთალე უკეთ იმეტყველებს, რომ ვერსაითკენ ვერ

ვიცვალე მხარი ზამთრისთვის,

და უფრო გაფიქრებდეს

პასუხი კითხვაზე – რატომ.

და უფრო გაშინებდეს ენაზე გადასმული აფაზია,

მოსალოდნელი სასჯელი –

შესაძლებლობა, აიტანო გაყურსული შენი  სამყარო.

რა საჭიროა

მდუმარების ფეხისადგმა სიტყვიერ ნაბიჯებში,

ხსნაა სულ ახლოს,

თუ მხედავ, გესმოდეს,

შეხებით გიგრძნო.

რა საოცარია…

მაშინ, როდესაც ამ სიჩუმეზე,

გამოწურული გუგებიდან გესაუბრები,

სადაცაა სიყვარულმა,

უთქმელობით გამომამსხვრიოს.

 

 

 

1 2 3 4 5