თანაგრძნობა

უნდა მოირიდო გველის ნაკბენივით ხარბი ხეიბარი

სიტყვა, ფეხის ნაცვლად შენ რომ მოგირგებს და გაგიაზიატებს.

ხშირად ასეც არის – ვერც კი დაეცემა, დარბის უხეიროდ;

ისე გიმორჩილებს, უკვე გავიწყდება კარგი ხასიათი.

სახტად დაშვებულა დედამიწისაკენ ზეცის ყავარჯენი

უცხო წარმოსახვად, თაღებს ებჯინება ფიქრი საჩოთირო;

რაღა ყრანტალი და რაღა შენი ლექსი, თითქოს ყვავებს რჯიან

მარტის ამინდები. ვეღარ გაიხსენე წუხელ სად ჩათვერი.

ვეღარ აიტანე გამოფხიზლება და სხვაგან ჩაიარე.

ხავსის თაობაა, ხავსის სულებზეა ხელი საპოტინო;

აწმყო ზვავივით რომ ზათქით ჩამოასკდა მიწას ნაიარევს,

წყალგაღმა დარჩები, სანამ თავთხელია, თუ არ გამოტოპე.

 

 

მიმართულება

გეზი ვიცვალე თანამგზავრებით,

სიმსუბუქისთვის ქარები ვხოკე,

ყინული ვტეხე, ჭირხლი ვადუღე,

ვსრისე პირშივე ფარსაგი სიტყვა,

რომელიც მიმაქვს თითქმის არსაით.

მე  პირნათელი მკვდარივით მშვიდი

ვუცდი ცარიელ გამოღვიძებას,

ჩამქარალმა შიშმა კვარივით იქნებ

ააბრიალოს აყალო მიწა

მომაფინოს და ყელში მაყაროს.

სად იძერწება თვალის ოვალი,

როგორ ითმენენ ჰირიზონტს დღემდე;

ჩაქრეს ართქმული უდროო ფიქრი,

წყალდ ვირხეოდე, ფილიტი ვკენკო,

შემომესიოს წყევლა მღლივით.

მაინც საკუთარ თავთან შეხვედრა

სხვა მოლოდინის დღეებით ვთვალე,

ვერ ახერხებენ ჩემში მითები

მიუკარებელ ზღვართან შეხვედრას

და დღენიადაგ მთხოვენ საზღაურს.

კლდე ჩამოიფქვა ქუთუთოებით

მინდად ქსოვილის ნაფლეთებს ვტოვებ,

გუდა გზამრუდე ურემზე დავდე,

ჩემივე ძვლებით ანწალა ვთალე,

და დღენიადაგ მიმაქვს წანწალით.

 

 

1 2 3 4 5 6