შენს წმინდა ჩრდილქვეშ

 

ერთი სხეული, მხოლოდ ერთი, ერთი სხეული,

სხეული, როგორც დაღვრილი დღე

და შთანთქმული ღამე.

მაგ თმის სინათლეს ვერაფრით აქრობს

ჩემი შეხებით დამდგარი ჩრდილი.

შენი ყელიდან ამოდის მზე

და შენი მუცელი ღელავს ზღვასავით,

როცა ზღვა ცისკრის შუბლს ეხება…

და ეგ ტერფები – მხტუნავნი ზაფხულში,

ეგ თეძოები, ღამის თეძოები

შუადღის ხვატში იძირებიან მწვანე მუსიკით.

და სველი მკერდი ამოდის წყლიდან

და ფანტავს შეგუბებულ ქაფს.

და ეგ კისერი, მხოლოდ კისერი

და ეგ ხელები, მხოლოდ ხელები

და რამდენიმე მოკლე სიტყვა ეშვება ქვიშისკენ

და ქვიშის ნაწილი ხდება.

 

 

 

                                ინგლისურიდან თარგმნა  

 ირაკლი ბერიამ

 

 

 

 

 

1 2 3 4 5