ბოლო განთიადი

 

შენი თმა იკარგება ტყეში,

შენი ფეხები ეხება ჩემსას.

ძილის დროს ღამეზე გრძელი ხარ, მაგრამ

შენი სიზმრები ვერ ცდება ოთახს.

ტაქსიც მოძრაობს  მოჩვენებებით.

ჩვენ რაღა ვღირვართ, რამდენად ცოტა?

მდინარე, რომელიც რაღაცის მიღმა

მიცურავს, ყოველთვის ბრუნდება უკან.

 

ხვალ გათენდება მორიგი დილა?!

 

 

შეხება

 

ჩემი ხელები

შენი ყოფის ფარდებს აღებენ

და შენს შორეულ სიშიშვლეს მოსავენ.

შენი ტანის ყველა საიდუმლო ესმით

ჩემს ხელებს

და ახალ სხეულებს იგონებენ

შენთვის.

 

 

 

 

აისი

 

გაციებული, სწრაფი ხელები

სიბნელის სახვევებს ეჭიდებიან.

მე თვალებს ვახელ

და როგორც ადრე,

ახლაც

ჭრილობის ცენტრში მაქვს ბინა.

 

 

 

1 2 3 4 5