პოეზია

 

პოეზია არის სხეულის რეტი და სიკვდილის რეტი და სიტყვების რეტი;

კლდეებს შორის მოქცეულ ხიდზე თვალდახუჭული გადარბენა

და წყლიან ბაღებში გახარებული ვერბენა;

სიცილი, რომელიც ცეცხლს უკიდებს წესებს და მცნებებს;

სიტყვის დაშვება პარაშუტით ქვიშის გვერდებზე,

სასოწარკვეთის გადაცურვა ქაღალდის ნავით

ორმოც დღესა და ორმოც ღამეში;

დღისით  – უდაბნოს სევდა, ღამით – ზღვის სევდა;

თვისივე თავის გაკერპება, შეურაცხყოფა, შემდეგ გაფანტვა;

ეპიტაფიის თავის მოკვეთა, დამარხვა სარკის;

ახლახანს გაჭრილი ნაცვალსახელები ეპიკურეს ბაღში

და ნესაუალკოიოტლის ბაღი;

მოგონებების ტერასაზე ფლეიტის სოლო და ცეცხლოვანი ცეკვა

ფიქრების ქვაბულში;

მილიონობით ზმნის მიგრაცია, ფრთები, ბრჭყალები, თესლი,

ხელები;

არსებითი სახელები – სავსე ძვლითა და ფესვებით, გაშენებული ენის ტალღებზე;

სიყვარული სიყვარულში;

არნახული სიყვარული

და გაუგონარი სიყვარული

და გამოუთქმელი სიყვარული;

 

სათესლე მარცვლები.

 

 

 

1 2 3 4 5