უძრავი ხე

 

არსებობს უძრავი ხე

და კიდევ არსებობს ხე – წინმავალი.

ხეების მდინარე ჩემს მკერდზე გუბდება

და ლივლივებს ბედნიერების მწვანე საფარი.

 

შენ ხარ ბეჭედი დამწვარი წლების,

გმოსავს წითელი.

შენში გიზგიზებს ტკბილი ვარსკვლავი –

სისხლშერეულივნება.

მე შენში მზეს ვჭამ.

 

ჩერდება საათი.

 

ჩიტები ეშვებიან ჩრდილის მუჭებზე,

ნისკარტით აშენებენ ღამეს

და ფრთებით ამოჰყავთ დღე.

სინათლე ღრმად იდგამს ფესვებს.

 

შენ გამჭვირვალე წონასწორობა ხარ

თავბრუსხვევას და სიმტკიცეს შორის.

 

 

გასწვრივ

 

ვშლი მორიგი დღის კიდევ ერთ ფურცელს,

ვწერ, რასაც ამბობს შენი წამწამი.

 

შენთან შემომყავს მტკიცე უფსკრული

და ვსმამ შავ ღვინოს,

რომ აიტაცო ჩემი თვალები და დაამსხვრიო.

 

ღამის დაცემა

შენს მკერდს მაგონებს:

საიდუმლოებით სავსე მიხაკს.

 

მე შენს თვალებში გავახელ

ჩემს დახუჭულ თვალებს.

 

ყოველთვის ვიღვიძებ ძოწის საწოლზე:

სველია შენი ენა.

 

შენს ვენებში ვგრძნობ ჩანჩქერს  და სისხლიან ნიღაბს.

და შენს სევდიან, გულგრილ ფიქრებში

ვკვეთ სიცარიელეს.

 

 

1 2 3 4 5