არეული ლექსი

 

გუშინ თებერვალმა კრახი განიცადა
და მზემ წამოიწყო თოვლის გენოციდი,
დილა ჩავისუნთქე მარტის მონატანი,
მერე ქურთუკივით ტანზე შემოვიცვი.
მთებსღა შერჩა კვალი თოვლის ლაქებისა,
ტყიდან ხის ფოთლების მომწვდა რია-რია,
ტროამ მოიტანა დღემდე აქილევსი,
აი,ეს ლექსი კი ჩემი პიარია.
სანამ ქარიშხლები ჭკუას ამირევენ,
მჯერა,რომ სანთლები გზა-კვალს იპოვნიან,
მითში ამირანი დღესაც ამირანობს,
ახლაც,ერთადერთი გალაკტიონია.
ვიცი სტრიქონებს ვწერ ცოტა ტრივიალურს,
მაგრამ ალალია ისე აღმაფრენა,
როგორც მაგალთად, ვერდის ტრავიატა
ანდა ხიდან ხეზე ჩიტის გადაფრენა.
ბოლოს,ისევ უნდა წავურომანტიკო,
წვეთი ძირს ეშვება ფოთლის პარაშუტით,
კარგო,ეს ცხოვრება დიდი რომანია,
მაგრამ ერთი წუთით,მხოლოდ ერთი წუთით…

 

 

1 2 3 4 5 6