* * *

დამესიზმრე წუხელ
და ჩავბარდი წუხილს,
ზეცა იყო რუხზე-
გაცილებით რუხი.
დამესიზმრე ჩითის…
აღარ მახსოვს რითი…
დამესიზმრე,როგორც
ძველისძველი მითი…
ვისი იყავ სავსე
მთვარესი თუ მზისო…
აღარ მახსოვს …ასე
აღარ დამესიზმრო…

 

 

ივნისის დილა

ივნისის დილა,ლამაზი კადრი,
სიო თავს ნაცად მაესტროს ადრის
და მის ყოველ სუსტ წამოქროლაზე-
ვერხვის ფოთლები ცეკვავენ კადრილს…
დაღამებამდე ჯერ არის ადრე,
თვლემენ ვარსკვლავნი და მთვარე ბადრი…
სიო ქრის ოდნავ,შრიალებს ვერხვი,-
ვერხვის ფოთლები ცეკვავენ კადრილს…

 

 

1 2 3 4 5 6