შეჩვევა

 

შენ კართან იების კონა ისე დავტოვე,

როგორც ბაგა-ბაღში პატარა შვილი,

როგორც სმენადაქვეითებულთა თავშესაფარში

მეგობრის ნათესავი,

როგორც ფსიქიკური რეაბლიტაციის ცენტრში

უცხო იმედი, რომელიც ოდესღაც უნდა დაჭკნეს.

ძალიან ვჩქარობ. დილას დამირეკეს,

ვიღაცას ჩემი იშვიათი სისხლი დასჭირდა,

მე კი მზღუდავდა პროგრესირებადი დაავადება,

რომელიც ერთი წლის წინ აღმომაჩნდა.

ვერაფრის მოხერხება ცალკე შესაძლებლობაა.

ცალკეა ყველაფერი ამ დროს და იგერიებ

– შუქნიშანზე გადასვლისას ავტომობილების სასტარტო მოულოდნელობას,

რომელიც მშვიდი დასასრულის წამიერი მოვარდნასავით

საფუძვლიან მზადყოფნას მაიძულებს და

სიჩქარის ნაცვლად ნაბიჯებს ვანელებ.

ასეთია ჩემი თვალის გადავლების უნარით

საკუთარი არსებობიდან წამოკრეფილი

შეფერხების უსწორმასწორო ნამძინარევობა,

რომლის იქით ხელჯოხით გასახედნ სამყაროში

ჩემი ოთხფეხა მეგობრის ყეფიდან შინაარსი,

მიმიკურ სიზუსტედ მებურცება დაღლილი სახიდან.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7