ბამბა

 

მე ბამბა ვარ.

არა ნართი ბამბის.

წრფივად წრფელი და ჩემში

არ არის ნართანიანული კომპონენტი.

მო ბამბა ფიზიკური სიძლიერეა.

მე მაწვნის ქილა მიმაქვს მაღაზიაში

და  ტრანსფორმირებულ რძეზე

საუბრის უფლებას ისევ გიტოვებთ.

მე ბამბა ვარ სტერილური ხასიათის.

ბოჭკოვანი მენტალობით

ჭრილობიდან წყურვილი უნდა მოვიკლა.

შევხვრიპო ნაკადი და დავპატარავდე.

საკბეჩი კბილებით გატკეპნილი ქვედა ტუჩიდან

ჩამოწელილ ნერწყვზე ვინ ჩამოცოცდა?

ვინ დაინახეს?

ვის შეუბღვირა მთვრალმა ნოქარმა,

აფთიაქის შორიახლო ღამით მარკეტში?

მისი თავიდან ქერტლი ცვიოდა.

მისი წვერიდან უპირობოდ ცვიოდა ქერტლი.

მე – მო ბამბა ვერ ვიქნები.

ვერც ხელოვნურ ნაძვის ხეზე თოვლის ნაცვალი,

ვერც უხეშად აკეცილი კალთა, სავსე მწიფე ხილით,

ვერც ისეთი სითეთრე პოეზიის, რომ

თერაპიაულ სიფხიზლეზე ვაგო პასუხი.

გავიჟღინთე.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7