ეველინ, სად ხარ?

ეველინ, სად ხარ?

პალტოს საყელოს მაღლა ვიწევ

იქნებ, შენმა ღრუბლებმა მიცნონ

და დახმარების წვიმა გამომიწოდონ

შენს საპოვნელად…

 

***
ქარი ალუბლის ტოტებზე დარჩა.

მე სახლში დავჩი.

აპრილის ღრუბელმა ჩამოაბნელა

ჩემი თეთრი ფურცელი…

 

***
ისე აალდა ჩემი შემოდგომა,

თითქოს ბავშვობაზე

ასანთის ღერი გამეკრას…

 

***
არც ერთი წყვილი
სპორტული ფეხსაცმელი
აღარ შემრჩა,
არადა რამდენი სარბენი
მქონდა ამ სამყაროში…

 

***

სტილი დაცულია.

კედებს და პიჯაკს ისე ვუხამებ ერთმანეთს,
როგორც პოეზიას და ცხოვრებას.

 

***
თვითმფრინავივით ვეჭიდები
ცის ყოველ დეტალს და
განმარტოებას ასე ვახერხებ…

 

***
მამაჩემის ცხოვრების კენჭი,

ფეხსაცმელში ჩამივარდა…

 

 

1 2 3 4 5