3
მოუწესრიგებელი იმედის ბოლოს
შენივე თვალის ასახვევად
ქარს უერთგულე და
ცხოვრებას იგრძნობ…

თვალს რომ მოაშორებ
ღამეში შენს ჯვარს
და
მთვარის შუქში
განმარტოვდები,
როგორც ფოთოლი
შემოდგომაში,
არ დაგავიწყდეს
წესრიგის შექმენა…
და მერე, თუნდაც მტრედებმა  გაგცენ
რომ ვერ გაფრინდი…
და მერე, თუნდაც თევზებმა გაგცენ
რომ ვერ გაცურე…
და მერე, თუნდაც ტბებმა გაგცენ
რომ დაშრა  შენი თეთრი სხეული
აწმყოს ტყუილში…

 

4
ქარში ჩემს ჩიტს
რომ
ფრთა წაუცდება
შენი ჩიტისკენ,
როგორც
სარეცხის თოკიდან
პერანგს სახელო
მლოცველის
ხელივით
ცისკენ,
მაშინვე
არ გამიმხილო
ეს ამბავი.
კარგად შეინახე
და მხოლოდ
მაშინ მითხარი,
როცა ჰაერი გაიწმინდება
ადამიანით,
როცა მიწა გაიწმინდება
ადამიანით,
როცა წყალი გაიწმინდება
ადამიანით…

 

5
წყალი თვალს მოგჭრის,
მაგრამ მიწა
თვალით განიშნებს
რომ კვლავ არსებობს
სრულყოფილი დღე
მიწის გაცემის.
წყლის გაცემის.

 

 

1 2 3 4 5