ლოდინის აუცილებლობა

მე დიდხანს ვიცდიდი მდინარის პირას
ვვარჯიშობდი იოგაში
საკუთარ თავს ვფილტრავდი და ვავსებდი
მომავლის გზებზე ვფიქრობდი
მომავლისა, რომელიც დღე-დღეზე დადგება.
კარგია მდინარის პირას ფიქრი
ამ დროს შეიძლება ლექსიც დაწერო.
მე კი ყოველთვის მინდა ვწერო
და ამოვხსნა ყველაზე რთული ამოცანა
რაც ცხოვრებამ მომცა –
ამოვხსნა საკუთარი თავი.

მე ვიცი, როცა მარტო ვარ
ეს ნიშნავს არა მხოლოდ მარტოობას,
არამედ საუკეთესო საშუალებას ტკივილებისა და იმედგაცურებების
გასაღვიძებლად, განსაახლებლად.
რუტინა არ გვაძლევს ამის საშუალებას,
იმედგაცრუების ღრმა ჭრილობებს, ხელმოცარულობის მარილს ვაყრი
მინდა ლექსი მხოლოდ ტკივილზე იყოს ორიენტირებული
რადგან ასეთი ლექსები კარგია
სხვა ყველაფერი დაიკარგება, როგორც ჩემი ყოფილი შეყვარებულები.

რადგან, როცა მივხვდი, რომ პოეტი ვიყავი
მეტკინა
და გავჩუმდი.
დრო მოვიგე.
გავიაზრე, რომ ჩემი ლექსების ლირიკული გმირი, მარტო მე ვიქნებოდი
და ამასთანვე უამრავი სხვაც.
ვისაც ეს გზა განვლილი ჰქონდა, ან მომავალში გაივლიდა
და ისიც ვიცოდი, რომ სამყარო ელოდება ჩემს სიტყვებს,
ელოდა ჩემს კითხვებს
რადგან სამყარო კანონზომიერია
და საბოლოოდ, სანამ ძალა გამოგვეცლება
ყველა კითხვას უპასუხებს
და მდინარესაც მტრის გვამებით გაავსებს.
მთავარია ელოდო, დიდხანს ელოდო
და საკუთარ თავთან მარტო დარჩენის არ შეგეშინდეს.

 

1 2 3 4 5 6