პარტნიორი

 

მისი მოსმენა ფუჭი იყო ჩემთვის*, თუმცა კი,

შეპასუხებაც* არ შემეძლო.

გამოჰყავდა ისე, თითქოსდა

ფოთლის კიდესთანღა შევჩერდით,

ყავისფერი რომ შეჰპარვოდა, ჭკნებოდა და აპრეხილიყო.

მაგრამ ფოთოლი ძირს ეგდო, თუ ხეს შერჩენოდა,

მაგას უკვე ვეღარ მივუხვდი*.

 

*კურსივით მონიშნული სიტყვები იტოტებიან.

 

 

 

გამინათდა,

 

ღმერთო, ძლიერო! ყველაფერი,

რასაც ვკითხულობთ,

სმენით უნდა წარმოვიდგინოთ!

 

ზოგიერთებს ეს ყოველ ჯერზე (!)

წერის პროცესში ჩაესმით ხოლმე,

ყურის მილში, პირდაპირ.

 

გაცოფდები რომ გაიაზრებ,

ზოგიერთებს ყოველ ჯერზე მოესმათ

ჩაესმათ, შემოესმათ, ძებნისას,

 

წერის დროს

ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ

უხმოდ, ჩუმად ვკითხულობთ,

 

მისწვდა მათი ყურის ლაბირინთს…

თუ როგორ იყო?

სულაც ასე მზა დაინახეს?

 

 

 

1 2 3 4