ელკე ერბი
ელკე ერბი
ელკე ერბზე საუბრისას კრიტიკოსები პირველ რიგში ხაზს უსვამენ მის ექსპეტიმენტულ დამოკიდებულებას ენასთან, ბასრ იუმორს და გამჭრიახ პირდაპირობას, რაც მის პოეზიას განუმეორებელს ხდის. მას დღმდე 20 კერბული აქვს გამოცემული, მათ შორის ცნობილი „წაბლის ხეივანი“, რომელიც არა მხოლოდ იმითაა გამორჩეული, რომ  პეტერ ჰუხერლის პრემია დაიმსახურა, აქ დაიწყო პოეტმა თავისივე ლექსების კომენტირება, რაც შემდეგ სხვა კრებულებშიც გაიმეორა. ლექსისა და მისი თანამდევი ავტორისეული კომენტარით გამოცემულმა კრებულებმა სრულიად ახლებური ჟანრი შექმნა, პროცესუალური პოეზიის ფორმა მიიღო. „ელკე ერბი ყოველთვის შეშლილი იყო და ასეთადვე რჩება...

ელკე ერბზე საუბრისას კრიტიკოსები პირველ რიგში ხაზს უსვამენ მის ექსპეტიმენტულ დამოკიდებულებას ენასთან, ბასრ იუმორს და გამჭრიახ პირდაპირობას, რაც მის პოეზიას განუმეორებელს ხდის. მას დღმდე 20 კერბული აქვს გამოცემული, მათ შორის ცნობილი „წაბლის ხეივანი“, რომელიც არა მხოლოდ იმითაა გამორჩეული, რომ  პეტერ ჰუხერლის პრემია დაიმსახურა, აქ დაიწყო პოეტმა თავისივე ლექსების კომენტირება, რაც შემდეგ სხვა კრებულებშიც გაიმეორა. ლექსისა და მისი თანამდევი ავტორისეული კომენტარით გამოცემულმა კრებულებმა სრულიად ახლებური ჟანრი შექმნა, პროცესუალური პოეზიის ფორმა მიიღო.

„ელკე ერბი ყოველთვის შეშლილი იყო და ასეთადვე რჩება, ეშმაკის ხელდასმით“- აღნიშნავს პოეტი ბერტ პაპენფუსი თავის წიგნში „პრენცლაუერ ბერგის სულების აუქციონი“, – ის თავისი ბერლინური ბინიდან დაუზარებლად უგზავნიდა მრავალი წლის მანძილზე სიტყვათა თამაშზე აგებულ ეპისტოლეებს / „5 წუთიან ჩანაწერებს“ ექსპერიმენტული პოეტების გაერთიანებას“.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაყოფილ გერმანიაში ელკე ერბი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში აღმოჩნდა. როცა მან 80 -იანი წლების დასაწყისში სცადა, ანთოლოგიად შეეკრიბა „პრენცლაუერ ბერგის გაერთიანების“ პოეტების დისიდენტური ლექსები, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ლიტერატურული კავშირის ხელმძღვანელობამ მისი კავშირიდან გარიცხვა მოინდომა. კრებული მკითხველამდე 1993 წელსღა მივიდა.

ელკე ერბს ახსოვს თბილისი და ისიც ახსოვთ 70-იან წლებში მოღვაწე ქართველ გერმანისტებს. თავის მაშინდელ ქმართან, პოეტ ადოლფ ენდლერთან და პოეტ რაინერ კირშთან ერთად მან საქართველოში 1969 წელს იმოგზაურა. ამ მოგზაურობას შედეგად მოჰყვა გერმანელ პოეტთა ამ ჯგუფის მიერ ქართველი ავტორების გერმანულ ენაზე თარგმნა.

მეტი მაჩვენე ნაკლები