(I) ამოუხსნელი

 

გაზქურასა და მაგიდას შორის ფიქრი

 

აი, ყანის პირას ეული ვირი,

შორს, ბულგარეთში!  ეს მოგონება

ეულ ვირს მოჰგავს –

 

გაზქურასა და მაგიდას შორის ფიქრი

იმაზე, რომ გარდავიცვლებით

 

ვირის პატრონი

ურემთან დგას, ხოლო მათ უკან

გაწოლილა სიმინდის ყანა. იქ

 

 

ეს არის ფიქრი იმაზე,

რომ გარდავიცვლებით,

გადავეშვებით მორევში, იქით

 

მათ გარშემო კაციშვილი არა ჭაჭანებს.

ეს სურათი გვერდით მისდევს ჩემს მატარებელს,

შავი ზღვისკენ რომ მიემართება –

 

ამოუხსნელი

 

ის არის, რომ გარდავიცვლებით,

            გადავეშვებით მორევში, იქით,

            დაშრეტილი, სიქაგამძვრალი

 

გაზქურასა და მაგიდას შორის ფიქრი

ეს არის ყანის პირას ეული ვირი.

 

 

 

(II) ვირი

 

დგას ვირი ნაღვლიანი თვალებით. სწყდება

ცხოვრებას მძიმე ლოდი და აქვე რჩება.

 

აბრაამის წვერი, ნიშანი, ყანის თავზე მოჩანს.

ერთი პატარა სასწაული: წვერი ვაცისა.

 

ვაცი, ვაცი, ვაცი, მწკრივი, ეული ვირი.

და ჰორიზონტი მისი ყანის ნაპირს მიჰყვება.

 

 

 

(III) ვაცი

 

წვერცანცარა, შემოაწყობს წინა ფეხებს

გეჯაზე. ასე იყურება გაჯგიმული

ღობის ზემოდან. პირუტყვი.

 

 

 

1 2 3 4