ხედი

 

ვზივარ მაგიდის თავში, დიდ ბურთზე

(ეს ბურთი ხერხემლის ტკივილს მიამებს).

 

ვსაუზმობ და თან ფანჯრიდან ვიყურები,

ესეც ბედნიერებაა ერთგვარი. თან თოვს.

 

ფიფქებთან ერთად მოჰქრის ჩიტუნიაც,

ჩამოსკუპდება თუნუქის დარაბაზე,

კისერგაწვდილი, ქვევით რომ ჩაიხედოს

და ფრენა განაგრძოს.

 

მოპირდაპირე სახლის აივანი კი ცარიელია.

ბინის ფანჯრები ჩაბნელებულა. დღეს შაბათია. დილის 9 საათი.

ხანდახან იქ ერთი თეთრწვერა გამოდის.

 

ამ წუთას ვფიქრობდი:

მარცხენა მხარიც ისეთი ბებერი აქვს, როგორც მარჯვენა.

 

და როცა იქ არის, რაღაც კავშირს ვხედავ,

აი, ახლა ვხვდები:

 

რა ჰარმონიულად ერწყმის და უხდება

იმ თავის აივნის კარსა და რიკულებს.

 

 

 

 

ოქტომბერი

 

მეც, როგორც ერთ დროს ამ ხის ნაჭერს,  ფოთლები მცვივა.

ზაფხულში ჯერაც მწვანე იყო და როგორღაც ყველა ერთგვარი.

 

ტანზე მემოსა, მაგრამ მაინც გაიცრიცნენ თანდათან, ფრთხილად.

ასე მთავრდება ყველაფერი. სულ ერთია, რაც არის, არის.

 

 

 

გერმანულიდან თარგმნა

ბელა ჩეკურიშვილმა

 

 

 

1 2 3 4