არადა  მართლა არ მიტირია

 

შორეული მოგონება ისეთია,

თითქოსდა მე ვიტირე მაშინ.

 

ნარზე ვიწექი,

საერთო ოთახში რომ გვედგა,

კედელთან

 

და მონდომებით ვსწავლობდი ჰიმნებს,

 

რომლებმაც მოწყვეტით მიმაგდეს ნარზე

და საცოდავ ნაცრისფერ საბანს („ნაბდურას“)

საყვედური არ დასცდენია,

 

სწორედ ახლა გადამეწყვიტა ჰიმნების სწავლა,

სამივე სტროფის,

სკოლის შემდეგ, ზეპირად,

 

თანაც ისეთი მონდომებით, თითქოს ჩვენ ყველა,

კედელთან ნარი, ის სამი ჰიმნი,

მე და ლოგინი,

 

ვიყავით ერთი მთლიანობა.

თითქოს მე იმათ გამამთლიანეს,

ვერ ვპოულობ სიტყვას, ვგულისხმობ

 

იმ სამს, კედელთან

და ჰიმნის სამ სტროფს

 

ოთახის ნაწილს,

ტირილს, საწოლებს, სტროფებს და ხელი

მუცელზე რომ ვიტაცე მაშინ,

 

წინ იმ ჰიმნების ფურცელი მედო.

ჩვენ ახლები ვიყავით ჯერაც,

ჰალეში ფრანკეს სასწავლებელის

 

საბავშვო სახლში. არადა, ცუდი კი არ იყო

ფრანკეს სკოლაში,  1950 ში,

 

და არც არავის უტირია,

იქ მხოლოდ ლექსის სტროფები იყო

და ხმელ საწოლზე დამტვრეული ნეკნები, ძვლები.

 

რეალობა ფერფლწაყრილია

 

და წლების შემდეგ

ვეცდები საწოლს და სხეულსაც

უკეთ გავუგო.

 

 

 

 

 

1 2 3 4