***

ჩემი უბნის ზემოთ უბანში კნავიან კატები
ჩემი უბნის ქვემოთ უბანში კნავიან კატები
ჩემს უბანში ეზოსთან ახლოს კნავიან კატები.

დროგამოშვებით ყეფენ ძაღლები

ყეფენ ჩემი უბნის ზემოთ უბნის ძაღლები
და ჩემი უბნის ქვემოთ უბნის ძაღლები
და ჩემი უბნის ძაღლებიც ყეფენ.

კნავიან კატები
და ყეფენ ძაღლები.

ყეფენ და კნავიან
კნავიან და ყეფენ

კატები და ძაღლები.

ზოგჯერ გადაიფრენს ბოინგი

– შშშშშუუუუუუ შშშშშშუუუუუ

გადაიფრენს ჩემი უბნის ზემოთ უბნის თავზე
გაიდაიფრენს ჩემი უბნის ქვემოთ უბნის თავზე
და გადაიფრენს ჩემი უბნის თავზეც.

ეს ღამით.
დილით?! –
დილით ყვავი თუ დაიჩხავლებს.

თუ დაიჩხავლა ჩემი უბნის ზემოთ უბნის ყვავმა
დაიჩხავლებს ჩემი უბნის ქვემოთ უბნის ყვავიც
და ჩემი უბნის ყვავიც დაიჩხავლებს.

ასე ხდება სულ
ვიდრე ჯერ კიდევ გზაშია მზე
ვიდრე ადამიანები გამოვლენ სიზმრებიდან.

 

 

 

1 2 3 4 5 6