მეგობარი

ჩემი მეგობარი დაილია –
სიყვარული გადაუქანდა.
კიბეზე ასვლისას –
გრძელი, ხის ჭრაჭუნა კიბეზე ასვლისას,
მოქანცული ჩამოჯდა იქვე
და უნებური ამოოხვრისას
სიყვარული ორთქლს გააყოლა.
ყველაფერი შემთხვევით მოხდა
და შეუმჩნევლად წაიღო ქარმა
ქანცგაწყვეტილი სიყვარული –
ჩემი მეგობრის სილამაზე.

 

 

სხეულის ენა

როცა შოშიების გუნდი ხეზე ისვენებს
და მათ წინ ხტუნვას დაიწყებ,
ისინი გეტყვიან: ჩვენ მივიღეთ შენი გზავნილი –
დავტოვეთ ხე და მივფრინავთ.
ეს ძალიან ლამაზი სანახაობაა.
ამბავი, სადაც ყველაფერი გარკვეულია.

 

 

1 2 3 4 5 6