* * *

                                                   ready-made

კარლო კაჭარავა – დღიურიდან

 

ის მუდამ მოწყენილი დადიოდა;
უკანასკნელად ვიღაც ცალფეხა კაცი მოსწონდა,
რომელიც ხის პროთეზში ინახავდა
თავის ლექსებს და ჟურნელებიდან ამოჭრილ ფოტოებს.
მანამ ვიღაც ჰომოსექსუალისტი,
რომელიც რატომღაც მუდამ კისერს ულოკავდა.
უფრო ადრე ერთი ახალგაზრდა კაცი,
რომელიც მატოციკლეტით დასეირნობდა და
მერე იმ მოტოციკლეტით დაიღუპა ავტოკატასტროფაში.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7