***

ერთხელ ჩემმა დიდმა პოეტმა მეგობარმა მითხრა

რო ყველა დიდი პოეტი გამოყლევებულიაო

ეგრე არი

მე სულ ვუსმენ ამ ჩემს მეგობარს

მას კი გონია რო არ ვუსმენ

არადა თითქმის აღარავის ვუსმენ მის გარდა

ხოლო პატარა პოეტები

ბოროტები არიან

ეგეც არი

პოეტი რო ხარ და პატარა

ანუ ბოროტი ხარ

იმ დიდი პოეტებივით სასარგებლოდ გიჟი კი არა

მავნებლურად გიჟი

ლაპარაკობ ლაპარაკობ ყლეობებს

მოძღვრავ საუბრობ სიკეთეზე

წადი შენი

ჩვენ უბრალოდ ვისწავლეთ როგორ არ უნდა ვიყოთ აუტისტები

რომ უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები არსებობს

რა მოხდა თუკი

ხან ქუჩაში დაეცემი და ხან კედელზე მიათხლიშავ თავს

ყოველთვის იარსებებს ქალი

რომელსაც ეყვარები

და რომელსაც ყოველთვის შეეშინდება შენი

და წავა შორს

შენ კი განაგრძობ შენ ვარდნებს ქვაფენილებზე

 

 

 

***

მეგობარო მე ძალიან მოწყენილი ვარ

ნუ გამიწყალე გული

ნუ გამიწყალე სისხლი

მე ძალიან მოწყენილი ვარ

და შეიძლება მოწყენით მოვკვდე

არა რა დრამა

რა ტრაგედია

უბრალოდ გიხსნი რომ ძალიან მოწყენილი ვარ

ჩემში იმდენმა დამღუპველმა რამემ დაიდო

ბინა ვერც გეტყვი კიდე თუ ძალმიძს

ან ვინმე მომენატროს ან გამიხარდეს

მოწყენილი ვარ და სარკმლიდან კედელს ვუყურებ

არა რა დრამა

რა ტრაგედია

მეგობარო მოწყენილი ვარ

ამ ქალაქიდან არსად გამიშვა

 

 

 

1 2 3 4 5