სათაური...

 

დაგმე ტაძრიდან აფრენილი ლოცვის მისტიკა,
გადაიმტერე სიმარტოვის სიცარიელე,
რომელიც თითქოს იგუბებდა ხახის დაფჩენით,
ვალდებულებით გაქეზებულ მრევლის წირვიდან
ცახცახით–ამინს…
მერყევი ფერით ეფინება სურვილს ფრაზებად,
შურის ნამსხვრევი–დაზაფრული ამაოების;
შეგეფერება სიკვდილიდან უკვდავებამდე
სასჯელის მოხდად ლუღლუღებდე
ცახცახით–ამინს…
ვნება აშლილი, დაგეშილი გერქვა–მეძავი,
ვიღაც გეძახის წარსულიდან–დღემდე შორია;
იბრძვი ახლაც და კაეშანზე მეტიც ეგ არის,
შელახულ დუმილს ჩაასუნთქო
ცახცახით–ამინ…
შენში სულ ცდაა, სული იცდის; რისკის სიბეცე
გაქრა თუ ისევ შემოგჩივლა სუიციდიდან
ჩამოღვენთილმა მოლოდინმა. გუშინ გარისკე
შენი სიცოცხლე გაისროლე მონოლოგიდან
დამთავრდი–ამინ.
გესმის ბრახუნი ნიჩბებიდან დაყრილი მიწის,
უფრო ახლოა უჰაერო ნესტი, სიბნელე;
ხვდები დაღლილი,რომ უშორეს მანძილებს გაცდი,
გიკვირს და მაინც გეყინება ფიქრებში სრული
ცახცახით–ამინ……

 

1 2 3 4 5 6 7 8