სამშაბათი. მერკურის დღე. ლურჯი ტაბლეტები.

იმავე საღამოს, ძილის წინ, ლურჯი ტაბლეტების წყვილი მივიღე და დილით ფრთხილად გავახილე თვალი. ქმარი გოჩა, წინა დღის არ იყოს, ისევ მუხლებზე იდგა და ინტერესით მაკვირდებოდა.

-ისევ კაი ფორმაში ვარ, გოჩა? თუ გამივიდა? – ფრთხილად შევეკითხე ქმარს ისე, რომ სარკისკენ აღარ გამიხედავს.

-აუ ძაან, ლელ!

-რა ძაან? –  მაინც სარკისკენ გამექცა მზერა და მაშინვე დავმშვიდდი, თუმცა იქვე შევამჩნია, რომ თავი ცოტა არ იყოს და უცნაურად დამძიმებული მქონდა.

-რაღაც ხდება კიდევ! – ვთქვი და გრძელი ფეხები ფლოსტებში გავყავი.

-ახლა რაღაა? – უფრო დამაკვირდა ქმარი. – აქ ყველაფერი ადგილზეა! – მომიჭირა გოჩამ მარჯვენა ძუძუზე ხელისგული.

-წამო, მაშინ ერთად ვიბანაოთ! – შევთავაზე მკერდზე ხელის მოჭერისგან თვალებმინაბულმა და ორივენი სწრაფად შევტანტალდით  აბაზანაში.

ბანაობისას უცებ ძალიან მომინდა, რომ ქმარს ჩემთვის ზურგი გაეხეხა, მაგრამ მოულოდნელად ეს ფრაზა პირიდან უცნაურად დამცდა:

-Please, rub my back with a washcloth! (ინგლ.)

-ე! – ლამის ამოაბოყინა გოჩამ გაკვირვებით. – რაიო?

-А хрен его знает! (რუს.)

-მოიცა-მოიცა!

-Que lingua falo? (პორტუგალ.) რა ვთქვი?

-ვაიმე, მგონი რაღაც ძაან მაგარი გაგეხსნა, ლელ!

აღტაცებულს ბევრი არ მიფიქრია, მუხლებზე დაჩოქილმა ქმარს ისეთი ორალური პროცედურა ჩავუტარე, ლამის სულ ძველ-შუმერულად ვაყივლე.

სასაუზმოდ გარეთ გამოსულებს თიკო და ნიკა მომლოდინე სახეებით დაგვხვდნენ.

-დღესაც იქნება სიურპრიზები? – იკითხა ნიკამ.

-დედათქვენი  უცხო ენებზე ლაპარაკობს! – მიახალა შვილებს მამამ.

-ნუ პროსტა რააა! – შაქრის მორევა შეწყვიტა თიკომ და ამოპუტული ნაწარბალები ლამის შუბლამდე აუვიდა.

-Je ne sais pas ce que c’est dur! (ფრანგ.) – ვთქვი დაყენებული ღიმილით.

-ვახ! – კინაღამ ლუკმა გადასცდა ნიკას.

-არ ვიცი, რა მჭირს! – ვუპასუხე და ნიკას კარაქზე მიუთითა: – Dammi un burro, tesoro! (იტალ.)

-დე, შენ აქამდე ქართულის გარდა არცერთი ენა არ იცოდი! – აღშფოთდა თიკო.

-Что вы говорите? (რუს.)

-სრული სიფსიხეა! – დაასკვნა ქმარმა და ყველანი საუზმობას შევუდექით.

მალევე გაირკვა, რომ მე უკვე სულ თავისუფლად ვაზროვნებდი და ვლაპარაკობდი: თურქულად, სომხურად, უკრაინულად, ფინურად, ჩეხურად, ნორვეგიულად, ჰოლანდიურად, ესტონურად, არაბულად, ებრაულად, სპარსულად და მეგრულადაც  კი…

-ვინ ვარ ახლა მე? – აღმომხდასაუზმის დასასრულს ქართულად.

-პოლიგლოტი! – ერთხმად მიპასუხა სამივემ.

 

 

ოთხშაბათი. მარსის დღე. წითელი ტაბლეტები

იმავე საღამოს წითელი ტაბლეტების წყვილი მივიღე და მესამე დილით კიდევ უფრო ამაღლებულ განწყობაზე გამეღვიძა. თავს რომ მივუგდე ყური, მივხვდი – თავის ქალაში ძალიან უცნაური რამე ხდებოდა: თავი რადიო-სიხშირეების წუილა ხმებით მქონდა სავსე.

-თავში მთელი FM-დიაპაზონი მაქვს, გოჩა! – ვთქვი მაინც მშვიდად და აბაზანისკენ გავიხედე.

-როგორ? ხომ არ მივწერო „ნ.ა.ს.ა.“-ს? – შფოთით შეეგება ჩემს ასეთ გამოღვიძებას გოჩა. სიამოვნებით გავიზმორე და ქმარს გავხედე.

-ჰა? არა! გაგიჟდი? რადიოლა არ მოგიმართია ბავშვობაში? არხებია… ხან ერთს იჭერს, ხან მეორეს, ხან მესამეს… გადადის ერთიდან მეორეზე… მოიცა. აი, 87-დან – 108-მდე… ღმერთო, რამდენი რადიოსადგური გვქონია…

-ენები?

-ისევ აქაა! – მივიკაკუნე საფეთქელზე თითი. – ვერაფერი წაშლის! Μην αγχώνεσαι (ბერძნ.) მაგრამ ეს რადიოები როგორ უნდა გავაჩერო რომელიმეზე? ძაან აჯაფსანდალია… ამდენს ვერ გავუძლებ…

უცებ გავირინდე, თვალები დავხუჭე და ენა სასას მთელი ძალით ავაჭირე.

-არის! – შემოვკარი იქვე ტაში. – გაჩერდა!

დაჭერილ არხს რომ მივუგდე ყური, მომესმა:

– მინდა გითხრათ, რომ კვლავაც გრძელდება ჩვენი ტრადიციული ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულიც, ანუ ადამიანი, ვინც პირველი დარეკავს და გვეტყვის სწორ პასუხს, `რადიოჯასა~ და კორპორაცია `მევლუდისგანმიიღებს სპეციალურ საჩუქარს10 ბოთლ ცივცივ, ქაფქაფა `მევლუდ-კოლას~. მაშ ყურადღებით! მორიგი კითხვა: კერძოდ რომელი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ და სად გარდაიცვალა დიდებული ამერიკელი მომღერალი ჯენის ჯოპლინი?.. წამზომი ჩაირთო! შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 12345678

მე სასწრაფოდ დავგუგლე ტელეფონში და ქმარს გავხედე.

– გოჩი, აკრიფე 12345678 და უთხარი – ჰეროინით აბაზანაში! დროზე! არ ამაყვირო! გათამაშებაა!

ქმარი მსწრაფლ დამემორჩილა და უცებ აკრიფა ადვილი ნომერი.

-ჰეროინით აბაზანაში! – თქვა ტელეფონში და ცოტა ხანში სახე გაებადრა. – გოჩა… დიახ-დიახ! პასპორტით! – მიაყოლა მერე პირველ ორ სიტყვას და ტელეფონი გათიშა, მე კი ამ დროს თავში მომესმა:

-უკვე მინდა გამოვაცხადო ვიქტორინის შედეგიგნებავთ საოცრება დაარქვით, მაგრამ 20 წამიც არ იყო გასული კითხვის დასმის შემდეგ, როდესაც ხაზზე გამოვიდა გენიალური კონკურსანტი სახელად გოჩამან პირველმა გვიპასუხა, რომ დიდებული ქალბატონი ჯენის ჯოპლინი ჰეროინის ზედოზირებისაგან ნახეს მკვდარი საკუთარ აბაზანაშიმაშ ასე, გამარჯვებულ გოჩას ვთხოვთ ხვალ დილაადრიან მობრძანდეს რადიოს ოფისში პირადობის მოწმობით და წაიღოს, ანუ ჩაიბაროს მოგებული პრიზები ლუდ `მევლუდისგან”… რადიოჯას ეთერში კი ჟღერს ულამაზესი სიმღერა ისევ უკვდავი ჯენის ჯოპლინის შესრულებით `მი ენდ ბობი მაკგიი“.

-სხვებს დავასწარით, ლელ? – მკითხა ქმარმა ბანაობისას.

-აფერისტობაა, გოჩი, ეგ გათამაშებები!.. ვინღა უსმენს ჩვენ დროში რადიოს!.. თან მაინცდამაინც მაგ არხს?!.. როგორც წესი – არავინ რეკავს, და მერე ისევ თანამშრომლებს არეკინებენ! მაგრამ ახლა ჩვენ მოვუჯოკრეთ!

თიკოს და ნიკას ახალი დამთავრებული ჰქონდათ საუზმე და მომლოდინე სახეებით ისხდნენ სასადილო ოთახში.

-დე, დღესაც გააძრე რა რამე ფოკუსი! – შემეხვეწა ნიკა.

-ნამასკარ ახალ თაობას! – ორივეს ერთდროულად გადაავუსვი თავზე ხელი. – დღეს რადიოებს ვიჭერ… აგერ მამათქვენს 10 ბოთლი „მევლუდ-კოლა“ მოვაგებინე.

-აუ, მეც რო მინდა? -აიბზუა ცხვირი ნიკამ.

-ყველაფერი დასწრებაზეა! – თვალები დავხუჭე, პირი მოვკუმე და ენა სასას ისევ მთელი ძალით ავაჭირე. თავში კვლავაც იგივე რადიო-დიქტორის ხმა მოემა:

„აქვე იმასაც გეტყვით, რომ დედაქალაქში დილის 9 საათია. და კვლავ მორიგი ვიქტორინა რადიომსმენელს. ვინც პირველი დაგვირეკავს სწორი პასუხით, მიიღებს სპეციალურ პრიზს ვიქტორინის სპონსორ ლუდ „მევლუდისგან“… 10 ბოთლი  ბიო-ლუდი „მევლუდი“! ყურადღებით, კითხვა შემდეგია – კერძოდ რომელ ნარკოტიკს ეძალებოდა ჯიმ მორისონი 1970 წელს ამსტერდამის ტურნეს დროს?.. ჩვენ კი ვუსმენთ კვლავაც ჯგუფ „დორზის“ ლეგენდარულ “ლავ მი თუ თაიმსს“ რადიო-ჯას ეთერში…

მე ისევ გადავგუგლე ტელეფონით და ნიკას მივუტრიალდი:

-აკრიფა ნომერი 12345678 და უთხრა: სოკო „გოლდენ თიჩერი“! დროზე!

-დარეკე! – გაამხნევა ნიკა მამამ და ნიკასაც ბევრი არ უფიქრია – მაშინვე აკრიფა მარტივი ციფრები თანმიმდევრობით და თქვა:

-სოკო „გოლდენ თიჩერი“! – ცოტა ხანში სახე გაებადრა. – ნიკა… ანუ ნიკოლოზი. დიახ… აუცილებლად! – და კავშირი გათიშა.

-აუ, რაო? – შეეკითხა თიკო.

-ხვალე დილით მოდი, 10 ბოთლი „მევლუდი“ შენიაო!

-რა დალევს ოც ბოთლს? – გაშალა ხელები გოჩამ.

-თქვენ მე თვალში ხომ არ გეპატარავებით?! წილში ვარ ორივესთან! – გავღიზიანდი უცებ. – დამთავრდა ჩემი მასწავლებლობა! თან ზაფხული მოდის. მერე რობოტები ჩაგვანაცვლებენ!

-ვაუ, რა მაგარია! – მომუშტა ხელები ნიკამ.

-რა გიხარია? – გავბრაზდი მე.

-რობოტები, თიკო! – დაანახა ნიკამ ხელისგული დას და მანაც ხელზე ხელი დაურტყა. – შენ კიდე, ისეთ ვიდზე ხარ, დე, მინიმუმ მოდელის კარიერა უნდა დაიწყო…

-თან ენები! იქნებ რამე დიპლომატიური? – მოუვიდა თავში თიკოს და ნიკას თვალი ჩაუკრა.

-მორჩით ახლა მაიმუნობას! – დაუცაცხანა მამამ შვილებს და ისინიც მაშინვე წამოიშალნენ.

-საღამომდე, დე!

 

 

 

 

1 2 3 4 5