შეყვარებულები ძელსკამებზე

 

ქალაქის ტროტუარზე,

გამვლელების აზრით,

ძელსკამების რაზმი

უძლური ღიპიანებისთვის ჩაამწკრივეს.

აბსურდია აშკარად

ეს აზრი, რადგანაც

სკამები აქ დგანან,

რომ ხშირად უმასპინძლონ ახალგაზრდა წყვილებს.

 

შეყვარებულები ერთმანეთს კოცნიან,

კოცნიან, კოცნიან!

გამვლელისთვის სულ არ მოსცლიათ,

თუ ეს დაინახა!

შეყვარებულები ერთმანეთს კოცნიან,

კოცნიან, კოცნიან!

ლამაზ კბილებში გამოცრიან

პათეტიკურად: “მიყვარხარ”.

 

თითების ნაზი ვალსით,

ბჭობენ მომავალზე

და იმ ლურჯ ქაღალდზე,

მათი საძინებლის თეთრ კედლებს რომ შემოსავს.

ოცნების კოშკს აგებენ,

დიდ გეგმებს ადგენენ

და წარმოიდგენენ

მათ ცხოვრებაში პირველი ბავშვის შემოსვლას!

 

შეყვარებულები ერთმანეთს კოცნიან,

კოცნიან, კოცნიან!

გამვლელისთვის სულ არ მოსცლიათ,

თუ ეს დაინახა!

შეყვარებულები ერთმანეთს კოცნიან,

კოცნიან, კოცნიან!

ლამაზ კბილებში გამოცრიან

პათეტიკურად: “მიყვარხარ”.

 

და როდესაც გამვლელი,

წესიერი, ზრდილი,

ჩაივლის ამ წყვილთან,

გაუზრდელებს გალანძღავს და გააკრიტიკებს.

თუმცაღა იგი თავად,

მისივე დედ-მამა,

ძე და სულიწმინდა

სიამოვნებით გააკეთებდნენ იგივეს!

 

შეყვარებულები ერთმანეთს კოცნიან,

კოცნიან, კოცნიან!

გამვლელისთვის სულ არ მოსცლიათ,

თუ ეს დაინახა!

შეყვარებულები ერთმანეთს კოცნიან,

კოცნიან, კოცნიან!

ლამაზ კბილებში გამოცრიან

პათეტიკურად: “მიყვარხარ”.

 

როცა გაივლის წლები

და ჩამოაწვება

პირქუში ღრუბლები

მათი ლამაზი და ლაღი ოცნებების ცას,

მაშინღა მიხვდებიან,

რომ უკვე წლებია,

აღარ მისცემიან

ქუჩის ძელსკამებზე განცდილ სიყვარულით წვას!

 

შეყვარებულები ერთმანეთს კოცნიან,

კოცნიან, კოცნიან!

გამვლელისთვის სულ არ მოსცლიათ,

თუ ეს დაინახა!

შეყვარებულები ერთმანეთს კოცნიან,

კოცნიან, კოცნიან!

ლამაზ კბილებში გამოცრიან

პათეტიკურად: “მიყვარხარ”.

 

1 2 3 4 5 6 7 8