მონელება
დიდხანს ჰქონდა პირში მწარე გემო.
რა აღარ ჭამა, რა აღარ ივლო,
ექიმებთანაც ბევრი ირბინა კონსულტაციებზე.
ვერაფერი მოუხერხა.
ბოლოს ადგა და ცრემლი ჩაიგუბა.
კარგა ხანს ხმა არ ამოუღია.
მწარე ადამიანები. მწარე ადამიანები.
მწარე ადამიანები. მწარე ადამიანები.
იჯდა ჩუმად და პირში ჩაგროვილ
მლაშე სითხეს ყლაპავდა.
მწარე ადამიანები. მწარე ადამიანები.
მწარე ადამიანები.
დიდხანს იყო პირმოკუმული.
მწარე ადამიანები. მწარე ადამიანები.
ასე უხმოდ იჯდა და იჯდა.
მწარე ადამიანები.
მარილიანმა სითხემ თავისი გააკეთა.
