ნენე გიორგაძე
ნენე გიორგაძე
ნენე გიორგაძე – თანამედროვე ქართველი პოეტი, მწერალი და მთარგმნელი. დაიბადა თბილისში, 1999 წლიდან 2011 წლამდე ცხოვრობდა აშშ-ში, 2011 წლიდან ცხოვრობს სანკტ პეტერბურგში, რუსეთი. ავტორია მოთხრობების კრებულის „სამკუთხედი“ (პეგასი, 2011), პოეტური კრებულის „შუქნიშნები და ადამიანები“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემობა, 2018).  რუსულ ენაზე თარგმნილია მისი ლექსების კრებული „თოვლის არაციფრული მეხსიერება“ (ცირკ-ოლიმპი+TV, 2019), იტალიურ ენაზე ითარგმნა და გამოსაცემად მზადდება მისი პოეტური კრებული „ტეხილი ქაღალდის ფურცელზე“ (Fermenti Editrice, 2020) მისი ლექსები შესულია ორენოვან ანთოლოგიაში „Антология  новой...

ნენე გიორგაძე – თანამედროვე ქართველი პოეტი, მწერალი და მთარგმნელი.

დაიბადა თბილისში, 1999 წლიდან 2011 წლამდე ცხოვრობდა აშშ-ში, 2011 წლიდან ცხოვრობს სანკტ პეტერბურგში, რუსეთი. ავტორია მოთხრობების კრებულის „სამკუთხედი“ (პეგასი, 2011), პოეტური კრებულის „შუქნიშნები და ადამიანები“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემობა, 2018).  რუსულ ენაზე თარგმნილია მისი ლექსების კრებული „თოვლის არაციფრული მეხსიერება“ (ცირკ-ოლიმპი+TV, 2019), იტალიურ ენაზე ითარგმნა და გამოსაცემად მზადდება მისი პოეტური კრებული „ტეხილი ქაღალდის ფურცელზე“ (Fermenti Editrice, 2020) მისი ლექსები შესულია ორენოვან ანთოლოგიაში „Антология  новой  грузинской  поэзии“ (ОГИ, მოსკოვი, 2014).  თარგმნის თანამედროვე პოეზიას ინგლისურიდან და რუსულიდან ქართულ ენაზე და ქართულიდან ამ ენებზე. 2019 წელს ნოდარ დუმბაძის გამომცემლობამ გამოსცა მის მიერ თარგმნილი სერგეი ტიმოფეევისა და რაიენ ვან უინქლის პოეტური კრებულები. მონაწილეობდა საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალებში. ნენეს ლექსები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, იტალიურ, ჰოლანდიურ, ლატვიურ და ესპანურ ენებზე.

მეტი მაჩვენე ნაკლები