ცივილიზაცია

 

ინდუსტრიულ ერაში ტექსტილური ბიზნესის მფლობელები

გამდიდრდნენ, განსაკუთრებით – ისინი, ვინც ხარისხიან

აბრეშუმს აწარმოებდა. მაღალი ტექნოლოგიების ერაში

კომპიუტერული სოვთვეას და ჰარდვეას მფლობელები

გამდიდრდნენ, განსაკუთრებით – ისინი, ვინც მასობრივ

მომხმარებელზე მუშაობენ. არადა, ორივე კაპიტალიზმის

პროდუქტია, თუმცა, პირველი მაინც ტაქსტილურია,

რკინის და პლასტმასის ჰარდვეას კი არ ჰგავს, აბრეშუმის

ქსოვილს მაინც ეხები. აი, სოვთს რბილი კი ჰქვია, მაგრამ

რა აბრეშუმი, რის შეხება, სულ სხვა პლანეტაა –

არც ღამეულ ცაზე გახედებს და არც ვარსკვლავებს

გათვლევინებს, ხოლო კუდიანი მეტეორის დანახვისას

სურვილის ჩაფიქრებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

 

 

 

მფრინავი 2020      A Pilot 2020Пилот 2020

 

ის შევიდა       He walked in Он вошел

ძალიან გრძელ           to a very long       в  oчень длинном

რკინის კუბოში          iron coffin            железном гробу

და აფრენისთანავე      and when he took off        и при взлете

ისე გაქრა        he disappeared    исчез

რადარებიდან,            from the radars                   с радаров

როგორც ქრება           as the deceased    как исчезает

ჩვენი თვალსაწიერიდან        disappear              погребённый

მიცვალებული.    from our field of vision.      c нашей  зоны видимости.

 

 

 

1 2 3 4 5