რეზინის საზამთრო

 

ცულის ბასრი პირით რაც შეიძლება მოახერხო,

იმის დაჯერება ამომშრალი ჭასავით საზარელია.

 

უნდა იცოდე რა მამღერებს…

შაქრის კვნიტივით გამდნარ ლოდებს

როცა ლაწ-ლაწი გაუდით,

შენი გამხნევება დაუნდობლობაა.

თითის ტარის ბზრიალს ჰგავს უმართავი ემოციების თანმიმდევრობა

და ყინულის ამღვრეულ ლოლოებში გამჯდარი ბაქტერიების უმოძრაობა,

მისამღერის ტაქტივით განსაზღვრულია.

ნეტავ იცოდე რას ვღიღინებ…

– მუცელში წითელი ღრუბელი გაგიფუვდა

მცენარეებს ჯერ მედუზები გამოეზარდათ.,

მერე სკდომის ხასიათი შეეპარათ ნაყვავილარ დაბოლოებებს,

ნეირონებივით მგრძნობელობის ფაზა გაუხანგრძლივდათ

და პასუხების ძებნა გაწითლებაში დაიწყეს.

შეკითხვები კურკებივით გაუმრავლდათ

და გაგორდნენ.

ფესვი დამიმოკლდაო ცას ასძახე,

მწვანედ უნდა დავგორგოლავდეო,

მუქი ფერის მელანინით

კანზე მიმიკები ამომაკაწრეო,

ფოთლებს ნუ გადამაცლი, თვალი მეცემაო

– ასე საუბრობდი მზესთან.

შუა დღის ნება რომ ყოფილიყო გაჯიუტდებოდა კიდეც.

საზამთროს გადაადნობდა და უმწეობას დაუქვეითებდა.

 

დაიტიე ჩემი გადარჩენის აკვიატება,

სიზმრად შობილი პეპლის საცეცებში,

ფერადი ცარცით გაგუნგლილი მზე რომ გეგონა

და ღრუბელზე ისე შემოდგი,

თითქოს კანონზომიერი ქაოისის წინაშე

გსურდა პირნათელი დარჩენილიყავი.

წყალში ჩამხრჩვალი ასკილით ამოპირული

დუღილისთვის გამეტებული ჩაიდანივით

აუვიდოდა ოხშივარი შენს არომატულ ნაფლეთებს.

თუ დაგახეთქებდნენ და გასკდებოდი,

თუ დაგაგორებდნენ და ჩაიმთხვლეოდი,

თუ გაგსრესდნენ და გაითქვიფებოდი.

თუმცა რამდენჯერაც ხელიდან გაუვარდი მკრეფავს,

იმდენჯერ დაიწყე ხტუნვა.

შენი მწიფე ღრუბელიც არავის უნახავს,

არც კურკები გადმოპნეულან მისი ფოსოებიდა.

ასე გადამალე ცნობისმოყვარეობა.

ასეთი იყო შენი ცხოვრება.

სიმწიფემდე სკდომას გადარჩენილი სიმრგვალე,

დაუნდობლობას კი არა,

კედელს შეაზნიქე.

 

 

 

1 2 3 4 5 6