***

 

მეწვრილმანე ხარ შენ.

იმას ეძებ რაც არასდროს დაგიკარგავს

და იმას კარგავ რისი მოძებნაც გეთაკილება.

ადამიანები დღესაც გეძებენ

და ერთმანეთის აღმოჩენისთვის დრო აღარ რჩებათ.

არ გყოფნის წარმოდგენებით გაჟღენთილი არსებობიდან

გამომდინარე ცოცხალ ორგანიზმთა სასოწარკვეთა.

არ გყოფნის მათი მრავალფეროვნებით განპირობებული

ერთმანეთისთვის გაუცხოებული საყვედურები.

არ გყოფნის უკმაყოფილებას შეგუებული მეოცნებეების

საკრედიტო საზრუნავი.

არ გყოფნის ბეტონის სხეულები და მათ შექმნაში მონაწილეთა რაოდენობა.

არ გყოფნის მუშების ვარდნის ინტენსივობა შენობებიდან.

არ გყოფნის თავისუფაბალი ბაზრის პირობები

და მისი ელასტიურობის ხიბლით იკვებები.

არ გყოფნის კაპიტალისტური ყიამყრალობა.

მე მოგმართავ ყველა მკვდრის სახელით სიცოცხლის ილუზიიდან

დასაქმდი! თუ გინდა გაიგო დანაკარგის შეუვალობა.

დასაქმდი! თუ ნებაყოფლობითი იძულება შეგაცოცდა.

დასაქმდი! გზა გავლილ მანძილს როგორმე ჩაყლაპავ.

დასაქმდი! თუ გინდა შექმნა მაძღარი მკვდარი.

დასაქმდი და შედი მათ ნაცვლად ტაძრებში,

ვინც დევნის მშიერს და უპოვარს.

დასაქმდი! დაყვინთე ადამიანში ჰაერის უკმარისობამდე.

დასაქმდი და ტრანსფორმირდი მექანიკურ მოწყობილობად.

სიცოცხლის არსი სხვა ფასად შესთავაზე სამყაროს.

როგორც ღარიბის თოკზე გასაშრობად გაკიდული ერთხელ უკვე ნახმარი სუდარა,

ისეთი სპეტაკია სულის ცხონებაზე ლოცვის შესავალი.

 

 

1 2 3 4 5 6