* * *

აქ კი ახალი არაფერი გარეთ ქალაქი
ღამდება ზოგი სახლში მიდის ზოგი სახლიდან
შენი დამღლელი დუმილებით მელაპარაკე
რას ვიფიქრებდი მასზე უფრო რამე დამღლიდა

ახალი თითქმის არაფერი მხოლოდ ლოლიტას
გულის ყრები და მზერამკვდარი დონ კიხოტები
შენს წერილს დღესაც გულნაცარა მტრედი მომიტანს
წერილში ისევ ეწერება როგორ ვშორდებით

ამ თეთრ კედლებში არაფერი ავტობუსების
განათებები გარეთ ყოფნის სურვილს მიმძაფრებს
და ჩემს გამომშრალ სურვილებში შევიბუზები
და რომ შემომყვე აღარასდროს არ დაგიძახებ

ჩემთან ახალი არაფერი მხოლოდ ღერები
სიგარეტის და თავმომწვარი სველი ასანთის
და სანამ მეტყვი ვერ ისწავლე ბედნიერება
ბოლო სიმღერა წამიმღერე ბოლო წასვლამდე

მივდიოდით მხარდამხარ…

 

 

* * *

იზრდები და ხვდები
არაფერი ყოფილა დიდი
არც სახლი
არც დედა
არც მამა
არც მორი რომელზეც მეგობრები ისხედით
არც შენი ქუჩა
არც სამშობლო

 

 

1 2 3 4 5