მეგობარს

 

გახსოვდეს შენი მეგობარი და მეგობრისთვის
ნათქვამი სიტყვა გულის სიტყვა სისხლის სიტყვა და
მეგობარი რომ სულზე მოგისწრებს მეგობარი რომ სისხლზე მოგისწრებს
რომ მეგზურობდა შენთან როგორც გაურიყავთან
ზუსტად ისევე გარიყულთან
როგორ გიყვარდათ
ხედებიცა და უხედობაც იმ სოროების
რომლებიც ერთხანს ჭერად გქონდა ხან უჭეროდაც
ხომ გაზაფხულდა
აუტანელ უსაზღვროებით

მთავარი იყო შენი სუსტი მაჯა სჭეროდა
მთრთოლვარე ხელში –

ყველა მკვდარი ღმერთის გჯეროდათ

 

 

 

1 2 3 4 5