* * *

ის დედები კი
უბედური შვილის გამო რომ
სწუხან და შვილებს არც არაფერს საყვედურობენ
შეგუებულნი მათ სიზანტეს მზეს აგროვებენ
მთელი ცხოვრება შვილებისთვის
ამ უუნარო
შვილებს რომ შუქი არ მოაკლდეთ
თითქოს ემთხვევა
რომ მათ ცხოვრებას
ჩვილ პირმშოსთან გამოთხოვება
განსაზღვრავს ხოლმე
ვეღარ იტყვი მათზე ბედნიერს
ან უბედურს მათი საქმეა
ცხელი კერძების მომზადება
ანდა შორს ყოფნა

რომ ერთ მშვენიერ დაწყევლილ დღეს
ისევ წარსულში მოხვდნენ
და ცხელი ჭრილობებივით
სველი თვალები დაუხუჭონ
უიღბლო შვილებს

 

 

* * *
საით მიფრინავს პარაშუტი –
ჩემი იმედი

ჩიტებიც რატომ მიჰყვებიან
რატომ არ სჯერათ

დღეს რომ შემეძლოს გულიანად გაგაცინებდი

თუმცა კლოუნი მოწყენილი არის ამჯერად

 

 

 

1 2 3 4 5