***

ჩემნაირად არასოდეს შეგანჯღრიოს განგებამ

ჩემნაირად არასოდეს გიღალატონ ძაღლებმა

ჩემნაირად არასოდეს ბუზი არ შეგერკინოს

ჩემნაირად გაგიხარდეს

ჩემსავით არ გეტკინოს

 

შენი გული ფორთოხლისფერ ანგელოზებს ეჭიროთ

ჩემნაირად არ გჯეროდეს ბოლომდე რაც ვერ გჯერა

და საფლავში შენი ხელის სითბო გამაღვიძებდეს

ჩემნაირად არ კარგავდე მზეებს მხოლოდ იძენდე

 

ჩემნაირად არასოდეს ჩაგტყდომოდეს ხიდები

ჩემნაირად ნურასოდეს ღმერთო ნუ დაგჭირდები

ჩემნაირად არ გეცხოვროს ჩემნაირად არასდროს

არ გქონოდეს შეგრძნება რომ ვინმეს უნდა დაასწრო

 

ისე უნდა მოეფერო ისე უნდა გიყვარდეს

ჩემსავით არ იცილებდე მიწას მიწის მიყრამდე

ჩემნაირად გყვარებოდეს ვაგონებს რო იბამენ

ისეთები და იმათი გულუბრყვილო სიბრმავე

 

1 2 3 4 5