მეც მინდა…. ამ ქალაქს გავცდე, გავცდე…

 

წაბლი გამსკდარი,

როგორც გული დაჭრილ ღვთისმშობლის

ძირს ჩამოჰქონდა ამინდს ქარიანს

და შემოდგომის წაბლი იყო ისეთი ფერის,

რა ფერის კანიც ექნებოდა ალბათ მარიამს.

გიიომ აპოლინერი

 

შენი სხეული ჩემსაში წვიმასავით შემოვა,

ხერხემლის თორმეტივე მალა და

რეკს – მოვიდა!

 

რეკს – მოვიდა!

 

შენ ვერადროს ვერ მოიგებ მამაჩემის

და ჩემი ბიძაშვილის გულს – აბა, შემოგვირიგე

უფალო!

ისინი სათევზაოდ ჭიაყელების გარეშე დადიან,

მხოლოდ პურის გული, წყალში დამბალი,

მათ მიწა და ჭიაყელები შეიძულეს,

განა, მანამდე, სანამ ბიჭი-შვილი, საბა მიწას მიაბარეს,

მას მერე,

თევზსაც როცა დაიჭერენ, უკან უშვებენ,

შენ კი, უფალო,

მათ გულებს ვეღარასდროს ვეღარ მოიგებ,

შემოგვირიგე, თავასწმინდა გიორგივ.

 

შემოგვირიგე, თავასწმინდა გიორგივ

 

 

 

 

 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7