აყვავებულ, სირიელ მაწანწალა ბავშვებს ღრუბლებში

იზოლირებული,

დიახ, მთავარია ზრუნვა იზოლაციაზე,

მადეინ ინ ჩინა: დამზადებულია ჩინეთში

კლასტერი –

დედამიწელები გავიმარჯვებთ,

რა არის შენი გენგეგმა?

დედამიწელები გავიმარჯვებთ…

სამხედრო და საზღვაო  ადმირალი, ააშენებს ახალ გემს,

ჰოსპიტალს,

ეს თანამედროვე კიდობანია, მას არ ჰყავს მოსე

მაგრამ თუ გადარჩენა ან გადარჩევაა ეს გემი-

კიდობანი შევა წყნარ ოკეანეში და შესაძლებელია

აფრიკის კონტინენტზე გამოირიყოს,

იქ, სადაც დაირწა კაცობრიობის აკვანი…

გამოქვაბული სახლი, ჭექა-ქუხილის ღმერთი

ისევ სიყვარულის ტრაგედიები და ნადირობა

ლუკმა პურისთვის. მე ნოე არ ამარჩევდა,

მარტოები ხომ წყალში დვრჩით, მხოლოდ წყვილები,

გასამრავლებლად…

და, რა არის შენი გენგეგმა?

ჩემი კლასტერი იძებნება, მე მინდა დედამიწას გავცდე,

 

 

 

 

ჩემი კლასტერი იძებნება, მე მინდა დედამიწას გავცდე

აფრინდა, აფრინდა ფიროსმანი გაფრინდა….

ორთაჭალების ტურფების გამაპატიოსნებელო,

ნახშირ-ტილოთი,

შენი ყვითელი ჩიტები და თეთრი სოსანები

ტურფებს რა ჯანდაბად,

ფიროსმანი ნიკალა ბავშვივით გულუბრყვილო მღებავი

ჩამოივლის გიჟუა და ეტლით წაგიყვანს,

მოდიან მადათოვზე, ჩინ-მედლებით ქართველი თავადები

დიდი სუფრა გადაფინა, ცხელი ლავაშები, ტიკ-ჭორა

ღვინო, როგორც აზარფეშა, ღამე ყაბახზედ,

მტკვრი პირას დეპრესიული ნიკოლოზი, ზის

ფეხმორთხით,

ცხენზე სამეგრელოს დედოფალი, ოსმალებს

კაფავს ხმლით.

სანაოსნო გზები გაჭრილია, ტატოს მერანს კი ცისკენ

გაუწევია…. ჰოი, საყურეო, ჰოი, მარგალიტი ყელსაბამო,

პოსეიდონი ვერ არი გუნებაზედ, ცაზე დღეს ჰეფესტოს დოღია.

ჩემი კლასტერი იძებნება, მე მინდა დედამიწას გავცდე.

 

ორთაჭალის სოფლელი ტურფები,

ლოთი ნიკალას ხელში…. როგორი პოზიორობაა:

მუშამბები და ნახშირი – შავი მიწა და სოსანები,

ნიკალა შენ აპატიოსნებ თბილისს, რომელსაც

მთაწმინდისკენ მიეშურება, ამ მეძავების ტაშის თანმხლებით –

გადათოვს მადათოვს, ხარობს თამამშევის ქალი

ჭლექიანი სოფო თოვლის მოსვლით,

ხარობს.

ტიკ-

ჭორა ქალაქი მტკვრის ფსკერზე დაეძებს მოკლულ

მეძავებს,

საწყალი ფიროსმანი კი ქალთევზების სულს ჩიტებით რთავსო.

ასეთია,

მეხსიერება,

ასეთია ქეისი… გნებავთ, ყავა, ჩაი?! სახრჩობელაზედ.

მეც მინდა წმინდა გიორგი მოფრინდეს,

დამადგეს თავზე და: წერე და წერეო.

და რა არის შენი გენგეგმა? უთოფო ომში გამარჯვება.

 

მეც მინდა…. ამ ქალაქს გავცდე, გავცდე…

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7