წარმოგიდგენთ გასული წლის 10 საუკეთესო ფილმს, რომელთა გამოტოვებაც კინომოყვარულთათვის ნამდვილი სინეფილური დანაშაულის ტოლფასია.

Memoria / მემორია

წლის ალბათ ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა აპიჩატპონგ ვირასეტაკულმა შემოგვთავაზა, თავის მაგიურ ნამუშევარში „მემორია“, სადაც რეჟისორი ხმაურის და სიჩუმის გამოყენებას ახდენს ყოველგვარი ესთეტური დაზოგვის თუ კალიბრაციის გარეშე და მხატვრულ ფილმს ვიზუალურ კომპონენტზე თანაბრად მნიშვნელოვნად სურათის ხმის სტრუქტურას უსადაგებს. ფილმის სათქმელი კი დიდი ფილოსოფიური ტექსტია, კოლექტიურ ცნობიერებაზე, ჰაიდეგერულ დოქტრინაზე, რომ სამყაროში ყველაფერი რაც ცოცხლობს, ერთი მთლიანი ნაწილის კომპონენტებია, რომ სხვის წარსულში და მოგონებებში, ისევე როგორც აწმყოსა და მომავალში, საკუთარი თავი შეგვიძლია ამოვიცნოთ.

Licorice Pizza / ძირტკბილას პიცა

პოლ ტომას ანდერსონს ფიზიკურად არ აქვს ფუნქცია, შედევრის გარდა სხვა სახის ნაწარმოებები შექმნას. „ძირტკბილას პიცა“, მისი უახლესი ტრიუმფია, სავსე ახალგაზრდული ვნებებით, ნოსტალგიით, ვერბალური და ვიზუალური იუმორით, შთამბეჭდავი სამსახიობო პერფორმანსებით და საოცარი ტემპორიტმით, რომელიც მთავარი პერსონაჟბის ცოცხალი და მუდმივად ტურბულენტური თავგადასავლების ფონზე, ნებისმიერი ასაკის მაყურებელს, ახალგაზრდობის ესენციურ ბუნებას დაუბრუნებს.

 

 

1 2 3 4 5