Human factors / ადამიანური ფაქტორები

ბრწყინვალე თხრობის სტრუქტურით აწყობილი ფილმი, სადაც მოქმედი პერსონაჟების ინდივიდუალური პერსპექტივა სათითაოდ წამროუდგება მაყურებელს თვალწინ. რაც საბოლოო ჯამში, რეჟისორის მიერ მოწოდებული სურათის სხვადასხვა დეტალებით, დასასრულს ერთიან, გრანდიოზულ მოზაიკად გარდაიქმნება, რომლის სრული განლაგებაც შემაძრწუნებელ ეფექტს იძლევა და დრამატულ სოციალურ კრიტიკას წარმოადგენს ევროპული ცივილიზაციის დეკადენტური გამოვლინებების, მზრუნველობის და ყუარადღების გარეშე დარჩენილი ახალგაზრდა თაობის ტენდენციური საფრთხეების და ოჯახის (როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური) ინსტიტუტის დასუსტების სავალალო შედეგების ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ეფექტური ილუსტრაციით.

Wheel of Fortune and Fantasy / შემთხვევითობის და ფანტაზიის ბორბალი

მართალია მთელი კინოსაზოგადოება გასული წლის სურათებში, რიუსუკე ჰამაგუჩის ფილმით „ატარე ჩემი მანქანა“ არის მოხიბლული, მაგრამ ამავე რეჟისორს, გასულ წელს, ჩემი აზრით უკეთესი ნამუშევარი ჰქონდა – „შემთხვევითობის და ფანტაზიის ბორბალი“ – რომელიც ზემოთხსენებული ფილმის ჰაიპმა ჩაყლაპა. ჰამაგუჩის ფილმი, ყველაზე დიდი პროზაული სიამოვნებაა, რაც ბოლო წლებში გადაღებულა, ამასთან ის არა რომელიმე მხატვრული ტექსტის ადაპტაცია, არამედ ორიგინალური სცენარია, რაც კიდევ უფრო ჰმატებს მიმზიდველობას. საოცრად ლირიული, საინტერესო და ანალიტიკური ჩაღრმავების აუცილებლობის გამჩენი დიალოგები, სამი კლასიკური მოთხრობასავით აწყობილი სეგმენტი განსხვავებული თემებით, რეალური ადამიანებით და იაპონური სააზროვნო სივრცისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქითა და სიღრმით არის ოკუპირებული.

 

 

1 2 3 4 5