Hand of God / ღმერთის ხელი

პაოლო სორენტინოს ფილმოგრაფიის ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) წარმომადგენელი, რეჟისორისთვის დამახასიათებელი ყოველდღიურობის ესთეტური სიდიადით, სახასიათო და დასამახსოვრებელი პერსონაჟბის დიდი გალერეით, საციტირო ფრაზებით, ამაღელვებელი და სულისშემძვრელი სცენებით და მარადონას სიყვარულითაა სავსე. სორენტინოს ფილმი ბევრ საკითხზე ერთდროულად გვესაუბრება, თუმცა ყველაზე მთავარი სენტიმენტი, მასში ისაა, რომ ყველაზე დიდი სირთულის თუ ბედუკუღმართობის, სიხარულის და მღელვარებით სავსე, ქაოტური და ბუნდოვანი ახალგაზრდული პერსპექტივის პირობებში, ღმერთი შეგიძლია ყველგან აღმოაჩინო, საკუთარ ოჯახში, მეგობრებში, ცალმხრივი ტრფობის ობიექტში, ქედმაღალ მოხუც მეზობელში, საკუთარ ქალაქში, ექსცენტრიულ უცნობებში, თუ შენ საყვარელ ფეხბურთელში.

Mass / მესა

ფილმის სათაურ ორაზროვანი შინაარსი გააჩნია, Mass ერთისმხრივ ნიშნავს მესას, მეორეს მხრივ კი გამოხატავს მასობრივი მკვლელობის ტერმინს. სიუჟეტიც სურათი ამ უკანასკნელის, სკოლაში მომხდარი მასობრივი მკვლელობის, შემდგომ ტრაგიკულ კომუნიკაციას ასახავს ორ ოჯახს შორის, რომელთაგან ერთის შვილმაც სკოლაში თანაკლასელები ამოხოცა და თავი მოიკლა, მეორეს შვილი კი მოკლულთა რიცხვში აღმოჩნდა. მთელი ქრონომეტრაჟი ერთ ოთახში, ოთხი ადამიანის კომუნიკაციას ეთმობა, სადაც ერთიანდება ყველა ჟანრული კინოსთვის დამახასიათებელი ემოცია, შიში, დრამატიმი, სასპენსი, დაძაბულობა, ეკრანზე ერთი ძალადობის ამსახველი სცენაც არაა, თუმცა არაერთხელ მოგინდებათ ეკრანისთვის თვალის მორიდება იმდენად ინტიმური და რეალისტური, ემოციური და მორალური ღიაობა დაგხვდებათ ტრაგედიის ირგვლივ გამოფიტული პერსონაჟებისგან.

 

1 2 3 4 5